LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა მთელი ქვეყანა ზუსტად 27 საათში გაიარეს

84
mercedes-amg-newsw33435

არნე ტომანუმ, დაგუ ტაბატუმ და ბერკლი ჩედვიკმა შტატების ერთი სანაპიროდან მეორემდე 165,8 კმ/სთ სიჩქარით იარეს და თან ერთი ჯარიმაც არ მიუღიათ. მთელი ქვეყნის გასავლელად მათ 27 საათი და 25 წუთი დასჭირდათ, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

რეკორდისთვის ამერიკელებმა ოთხი წლის Mercedes-AMG E 63 გამოიყენეს. მათ მოდელი დამატებითი საწვავის ავზით აღჭურვეს და მარაგში 180 ლიტრი ბენზინი დაამატეს, ძრავი 700 ცხენის ძალამდე გაზარდეს. გზაში მეგობრები ერთმანეთს სულ ცვლიდნენ და მთელი დისტანცია შესვენების გარეშე დაფარეს.

შედეგად ავტომოყვარულებმა მთელი გზის განმავლობაში საშუალო სიჩქარის – 160 კმ/სთ–ის შენარჩუნება შეძლეს, მაქსიმალურმა სიჩქარემ კი 310 კმ/სთ–ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიჩქარე დაშვებულზე მაღალია, „მერსედესის“ ეკიპაჟს ერთი ჯარიმაც არ მუღია, რასაც სიფრთხილის ზომების მაქსიმალურად დაცვით მიაღწიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები