LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელებმა მოიფიქრეს, თუ როგორ შეამცირონ გზებზე სიკვდილიანობა

48
f135506232cec0f547e87938353783e0ce329251

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თანამედროვე ავტომობილებში არსებულ უსაფრთხოების სისტემებს გზებზე სიკვდილიანობის შემცირება შეუძლია. ამიტომ, მათი დანერგვა სავალდებულო უნდა გახდეს.

2019 წელს აშშ–ს გზებზე ავტოსაგზაო ინციდენტების გამო 38 800 ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა ბევრი იფიქრეს იმაზე, თუ როგორ შეემცირებინათ სამწუხარო მაჩვენებელი და გადაწყვიტეს, რომ უსაფრთხოების სისტემები ყველა ახალი ავტომობილისთის სავალდებულო გახადონ.

გამოცემა Consumer Reports–ის შეფასებით, თუკი ავტომატური ექსტრემალური დამუხრუჭება, ხაზის კვეთის გამაფრთხილებელი სისტემა და ბრმა ზონების აღმომჩენი სისტემა სავალდებულო გახდება – 11 800 სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, ცოცხალი დარჩება 3700–დან 7400–მდე ადამიანი, თუკი ახალ ავტომობილებს არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის საწინააღმდეგო ტექნოლოგიაც ექნებათ. ავტომობილებს შორის ინფორმაციის გაცვლის პერსპექტიული ტექნოლოგია კი ყოველწლიურად 1300 სიცოცხლეს გადაარჩენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები