LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები ყველგანმავლებისა და პიკაპების გამო უფრო მეტ საწვავს მოიხმარენ

51
usapatrol

ავტომწარმოებელთა მცდელობის მიუხედავად, ამერიკელები ახალი ავტომობილის შეძენისას უპირატესობას დიდ ყველგანმავლებს ანიჭებენ და არა ჰიბრიდებს.

კომპანიები აგრეგატების მოდერნიზაციაზე მილიარდებს ხარჯავენ, რათა გამონაბოლქვის მოცულობა მაქსიმალურად შეამცირონ, ამ დროს კი ამერიკელთა უმრავლესობა ისეთ მოდელს ირჩევს რომელიც რაც შეიძლება მეტ საწვავს მოიხმარს და შესაბამისად მაქსიმალურად არაეკოლოგიურია. გამოცემა Automotive News–ის ინფორმაციით, საწვავის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი აშშ–ში 2019 წელს 100 კილომეტრზე 9,1 ლიტრიდან 9,4 ლიტრადე გაიზარდა.

ექსპერტები ყველაფერში მომხმარებლებს ადანაშაულებენ, რადგან ისინი კომპაქტური ჰიბრიდების ნაცვლად დიდძრავიან მძიმე ავტომობილებს ირჩევენ. მაგალითად 2019 წელს ახალი მოდელების ნახევარზე მეტი – 56% დიდი ზომის ავტომობილი იყო. თანაც აშშ–ში მანქანის საშუალო მასამ რეკორდულ ზომებს მიაღწია და 1971 წლის შემდეგ 79%–ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები