LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები წლის ავტომობილს ირჩევენ

33

კონკურის „წლის ჩრდილოამერიკული მსუბუქი და ყველგანმავალი ავტომობილების” ორგანიზატორებმა (North American Car and Truck/Utility of the Year, NACTOY) კანდიდატების სია გამოაქვეყნეს. ჩამონათვალში 12 მსუბუქი ავტომობილია, საუკეთესო ქროსოვერის წოდებისთვის 20 ავტომობილი იბრძოლებს, კიდევ სამი მოდელი კი საუკეთესო პიკაპის სტატუსისთვის შეებრძოლება ერთმანეთს.

სიის გამოქვეყნება ნიშნავს იმას, რომ სტარტი აიღო გამარჯვებულების გამოვლენის ექვსთვიანმა პროცესმა. სექტემბერში 60 ამერიკელი და კანადელი ჟურნალისტისგან შემდგარი გუნდი სექტემბერში ნახევარფინალისტებს გამოავლენს. კიდევ ერთი თვის შემდეგ ფინალისტებიც დასახელდებიან.

გამარჯვებულებს ტრადიციულად დეტროიტის ავტოშოუზე გამოავლენენ, რომელიც იანვარში გაიმართება.

მაშ ასე, ნომინანტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება – მსუბუქი ავტომობილები:

  1. Alfa Romeo Giulia
  2. Audi A5 Sportback
  3. BMW 5 სერია
  4. Honda Clarity
  5. Honda Accord
  6. Hyundai Ioniq
  7. Kia Stinger
  8. Lexus LC500
  9. Porsche Panamera
  10. Subaru Impreza
  11. Tesla Model 3
  12. Toyota Camry

პიკაპები და ქროსოვერები

  1. Audi Q5/S5
  2. Alfa Romeo Stelvio
  3. BMW X3
  4. Buick Enclave
  5. Chevrolet Equinox
  6. Chevrolet Traverse
  7. GMC Terrain
  8. Honda Odyssey
  9. Jeep Compass
  10. Land Rover Discovery
  11. Range Rover Velar
  12. Mazda CX-5
  13. Mini Countryman
  14. Nissan Rogue Sport
  15. Subaru Crosstrek
  16. Toyota CH-R
  17. Volkswagen Atlas
  18. Volkswagen Tiguan
  19. Volvo XC60
  20. Chevrolet Colorado ZR2
  21. Ford Expedition
  22. Lincoln Navigator

2017 წელს საუკეთესო მსსუბუქი ავტომობილის წოდება ელექტროქარმა Chevrolet Bolt-მა მიიღო, პიკაპებს შორის კი Honda Ridgeline-მა გაიმარჯვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები