კონკურსის, „წლის ჩრდილოამერიკული ავტომობილის“ ორგანიზატორებმა ფინალისტების სია გამოაქვეყნეს. მასში 9 მოდელი შევიდა და არც ერთი მათგანი არ არის გერმანული წარმოების, მიუხედავად იმისა, რომ Audi, BMW, Porsche და Volkswagen წინასწარ სიაში შედიოდნენ.
გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში აირჩევენ: „საუკეთესო მსუბუქი ავტომობილი“, „საუკეთესო ქროსოვერი და მინივენი“ და „საუკეთესო პიკაპი და ყველგანმავალი“.
ამერიკაში „წლის ავტომობილის“ ფინალში შემდეგი ავტომობილები დასახელდნენ: Honda Accord, Alfa Romeo Stelvio, Chevrolet Colorado ZR2, Kia Stinger, Honda Odyssey, Ford Expedition, Toyota Camry, Volvo XC60, Lincoln Navigator.
გამარჯვებულებს ყველა კატეგორიაში 2018 წლის 15 იანვარს, დეტროიტის ავტოსალონზე დაასახელებენ.
გასულ წელს კონკურსის გამარჯვებულები Chevrolet Bolt, Honda Ridgeline და Chrysler Pacifica გახდნენ.