უნიკალურ კოლექციას ავტოექსპერტები ალასკაზე გადააწყდნენ და მათი მფლობელი ადგილობრივი მაცხოვრებელი ადამ მაკნაბეა. ადამის ავტომობილთა შორის ბევრი უნიკალური მოდელია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულად აღსანიშნავია რამდენიმე კლასიკური Ford Bronco. კოლექციის ყველაზე ძველი მოდელი 1966 წლის ყველგანმავალია და თავის მოვალეობას ის დღემდე პატიოსნად ასრულებს.
ზოგადად, ალასკზე bronco ძალიან უყვართ, რადგან ავტომობილს ნებისმიერი სირთულის გზის გავლა შეუძლია. ადამის კოლექციაში კი განსაკუთრებით აღსანიშნავია 1972 წლის „ფორდი“ რომელსაც უკვე 110 000 მილი აქვს გავლილი და ავტომოყვარული მის ექსპლუატაციას კვლავინდებურად აქტიურად განაგრძობს.