LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ჯერ ისევ ყიდიან ახალ მანქანებს, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია აღარ უშვებენ

124
Screenshot 2024-01-10 154608

ამერიკელი დილერები ჯერ ისევ ყიდიან ახალ მოდელებს, რომლებსაც უკვე ბევრი წელია აღარ უშვებენ. მაგალითად, გასულ წელს ორი სპორტული Dodge Viper-ის რეალიზება შეძლეს, არადა ეს მოდელი 2017 წლიდან აღარ გამოდის. დილერებისთვის ეს არც თუ ისე უცხო ტაქტიკაა – ისინი ხშირად ინახავენ კონკრეტულ მოდელებს მარაგში, რათა შემდგომ მათი დახმარებით ახალი კლიენტები მოიზიდონ. ისეთები ვინც ყველაზე რარიტეტულ მოდელებზე ნადირობს.

გასულ წელს ამერიკელმა დილერებმა კიდევ ორი Chrysler Town&Car-ის მინივენი გაყიდეს და ამ მოდელთა გამოშვება 2016 წლიდანაა შეწყვეტილი. მოდელს 1990 წლიდან გარკვეული შესვენებებით აწარმოებდნენ, თუმცა 8 წლის წინ მწარმოებელმა მისი კონვეიერიდან სამუდამოდ მოხსნა გადაწყვიტა. დილერებმა Alfa Romeo 4C-ის კიდევ ერთი ეგზემპლარი გაყიდეს, მოდელის რომელიც ამერიკული ბაზრისთვის პირველი სერიული „ალფა“ იყო, 1995 წლიდან აღებული პაუზის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები