LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში იპოვეს Porsche, რომლის გარბენიც 1 600 000 კილომეტრია

32

ამერიკელმა გაი ნიუმარკმა თავისი ”Porsche” 356-ით 1,6 მილიონი კილომეტრი გაიარა. ეს ადამიანი კუპეს ყოველდღიური მოხმარების ავტომობილად იყენებს და ყველა საჭირო ადგილზე სწორედ მისით მიდის.

მიუხედავად ამხელა გარბენისა, ავტომობილი დღემდე კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშია.

იმის ამსახველი კადრები, თუ როგორ გადალახა მემილიონე მილის ზღვარი ავტომობილმა, ”პორშემ” YouTube-ის საკუთარ არხზე განათავსა.

1960 წელის გამოშვების ”Porsche” 356 შტუტგარტის ქარხანაში აიწყო და გაი ნიუმარკის მამამ წინა მფლობელისგან შეიძინა, რომელმაც მისით მხოლოდ ერთი თვე იარა.

ოდნავ მოგვიანებით, მამამ შვილს კოლეჯის დამთავრების აღსანიშნავად ავტომობილი საჩუქრად გადასცა. გაი ნიუმარკი ავტომობილს ტექნიკურ შემოწმებას ყოველი სამი ათასი მილის გავლის შემდეგ ერთხელ ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები