LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკას ამერიკად აქცევს – როგორ ულოცავენ მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს

97
President-elect Joe Biden congratulates Vice President Kamala Harris after she was sworn in during the 59th Presidential Inauguration at the U.S. Capitol in Washington, Wednesday, Jan. 20, 2021. (AP Photo/Carolyn Kaster)

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას, კამალა ჰარისს კი ვიცე-პრეზიდენტობას ულოცავენ.

გთავაზობთ ადგილობრივი და უცხოელი პოლიტიკოსების მილოცვებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი

“ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის.მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე

„ვულოცავ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციას. ამერიკისთვის ისტორიული დღეა. მოუთმენლად ველით მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

“1990-იანებიდან – 20 წელზე მეტი ხნის ძველ მეგობარს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვულოცავ ინაუგურაციას, ვუსურვებ წარმატებებს მას და თავისუფალ სამყაროს”.

„გმადლობ, ამერიკა!“ - ჯო ბაიდენის მთავარი გზავნილები ინაუგურაციიდან

ბაიდენმა გამოსვლაში პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 

„ვულოცავ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად ფიცის დადებას და კამალა ჰარისს აშშ-ის პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტობას. მადლობა თქვენი შთამაგონებელი საინაუგურაციო მიმართვისა და თანამშრომლობის შეთავაზებისთვის. ევროპა მზად არის ახალი დასაწყისისთვის“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

„ჯო ბაიდენს და კამალა ჰარისს ამერიკელი ხალხისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ძლიერები ვიქნებით ჩვენი დროის გამოწვევების წინაშე. ძლიერები ჩვენი მომავლის ასაშენებლად. ძლიერები ჩვენი პლანეტის დასაცავად“.

რომის პაპი ფრანცისკე

„თქვენი ხელმძღვანელობით, დაე, ამერიკელმა ხალხმა გააგრძელოს მაღალი პოლიტიკური, ეთიკური და რელიგიური ღირებულებები, რითაც შთაგონებული იყო ერი მისი დაარსების დღიდან. იმ დროს, როდესაც ჩვენი კაცობრიობის ოჯახის წინაშე არსებული მძიმე კრიზისი მოითხოვს შორსმჭვრეტველობასა და ერთიან რეაგირებას, მე ვლოცულობ, რომ თქვენს გადაწყვეტილებებში იხელმძღვანელებთ ავთენტური სამართლიანობითა და თავისუფლებით გამორჩეული საზოგადოების მშენებლობაზე ზრუნვით, ასევე უფლებების და ღირსების უცვლელი პატივისცემით, განსაკუთრებით კი ღარიბი, დაუცველი ადამიანების მიმართ“.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა

„იაპონია და აშშ მტკიცე მოკავშირეები არიან და უნივერსალურ ღირებულებებს იზიარებენ“.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი

“საპატიოა, რომ დღეს ისტორიის მოწმე ვარ. ღმერთმა დალოცოს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი, რომელთაც უნდა გადააგორებინონ ერს ეს დრო. ყველამ აღვასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა, რათა დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანასა და ამერიკელ თანამემამულეებს გამოწვევების წინაშე”.

ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი.

“ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს! დემოკრატიის დაცვა და ხელშეწყობა ახალი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტი უნდა იყოს. ევროკავშირის მომავლის გარდა, ჩვენ გვჭირდება ბჭობა დემოკრატიის მომავალზე”.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი

“ჯო ბაიდენი ამერიკას ამერიკად აქცევს”.

ვაპირებ იმ დაპირებების აღსრულებას, რომელიც ამერიკელ ხალხს მივეცი – ჯო ბაიდენის პირველი განკარგულებები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები