LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამერიკა, იდიოტი გმართავს!” – “ისლამური სახელმწიფოს” ახალი ჩანაწერი გავრცელდა

76

„ისლამური სახელმწიფო“ დონალდ ტრამპს დასცინის, ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ ახალი ჩანაწერი გაავრცელა.

აუდიოჩანაწერში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი, აბუ ჰასან ალ-მუჯაჰერი აცხადებს, რომ ამერიკა „ჩაიძირა“ და მას მართავს ადამიანი, რომელმაც არ იცის, რა არის სირია, ერაყი, ან – ისლამი.

„ამერიკა, შენ ჩაძირული ხარ და გადამრჩენელიც არ გყავს. შენ ხალიფატის ჯარისკაცების ნადავლი გახდი, გაკოტრებული ხარ და შენი დაშლის ნიშნებს ყველა ხედავს. გმართავს იდიოტი, რომელმაც არ იცის რა არის სირია, ერაყი, ან – ისლამი“.

ჩანაწერში ალ-მუჯაჰერი „ისლამური სახელმწიფოს“ მიმდევრებს ევროპაში აშშ-ში და რუსეთში ტერორისტული აქტების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები