LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Music Awards: შოუ და გამარჯვებულები (ფოტო/ვიდეო)

122

ლოს-ანჯელესში Microsoft Theater-ის სცენაზე ამერიკული მუსიკის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. შოუს უძღვებოდა ჯენიფერ ლოპესი, რომელიც ამ დღისთვის საგანგებოდ მოემზადა. მან ცერემონია გახსნა თავისი პოპულარული ჰიტით Waiting for Tonight, ხოლო მისმა გუნდმა 2015 წლის საუკეთესო ჰიტებით ქორეოგრაფიული ნომერი წარმოადგინა. თავად მომღერალმა კი, დაჯილდოვების მსვლელობისას რამდენჯერმე გამოიცვალა სამოსი.

დაჯილდოვებაზე საკუთარი ნომრები წარმოადინეს სელენა გომესმა, ჯასტინ ბიბერმა, დემი ლოვატომ, არიანა გრანდემ, One Direction-მა და გვენ სტეფანიმ. ბუნებრივია დაჯილდოვებაზე გაიხსენებს პარიზის ტერაქტიც. ემოციური სიტყვით გამოვიდა მსახიობი ჯარედ ლეტო, რომელმაც 7 თვის წინ Bataclan-ზე გამართული კონცერტი გაიხსენა. მან სცენაზე მოიწვია სელინ დიონი, რომელმაც პარიზის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნა ედიტ პიაფის ლეგენდანული სიმღერა Hymne A L’amour, რომლის დროსაც მთელი დარბაზი ტიროდა.

American Music Awards-ის გამარჯვებულთა სია კი ასეთია:

  • წლის არტისტი – One Direction
  • წლის სიმღერა – Blank Space, ტეილორ სვიფტი
  • წლის კოლაბორაცია – Where Are Ü Now, ჯასტინ ბიბერი და Skrillex & Diplo
  • საუკეთესო შემსრულებელი კაცი (პოპ-როკი) – ედ შირანი
  • საუკეთესო შემსრულებელი ქალი (პოპ-როკი) – არიანა გრანდე
  • საუკეთესო ჯგუფი (პოპ-როკი) – One Direction
  • საუკეთესო ალბომი – 1989, ტეილორ სვიფტი
  • საუკეთესო არტისტი (რეპი,ჰიპ-ჰოპი) – ნიკი მინაჟი
  • საუკეთესო შემსრულებელი კაცი (სოული,R&B ) – The Weeknd
  • საუკეთესო შემსრულებელი ქალი (სოული,R&B ) – რიანა
  • საუკეთესო მუსიკოსი (ალტერნატიული როკი) – Fall Out Boy
  • საუკეთესო არტისტი (ლათინო) – ენრიკე ეგლესიასი
  • საუკეთესო არტისტი (ელექტრონული მუსიკა) – კელვინ ჰარისი
  • საუკეთესო საუნდტრეკი – „იდეალური ხმა 2“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები