“თუ იმუშავებ არ იშიმშილებ,” – ეს განცხადება მსახიობმა ხათუნა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და უმუშევრობაზე საუბრისას.
მსახიობი ქეთი დოლიძის მიერ რამდნეიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მას ეთანხმება.
“ქალბატონმა ქეთიმ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, რომელსაც მერე დაესხნენ თავს და გააცამტვერეს. ამდენი უსაქმური მამაკაცი რომ დგას ხიდის ქვეშ. დგანან ნარდს თამაშობენ, იშვიათად რამდენიმე ადამიანი ნახო, რომ წამოგყვეს და რაღაც გააკეთოს.
ყოველთვის სოფელი არჩენდა ქალაქს. მიწა აქვთ, მიწა უნდა დამუშავდეს, საქონელია, წვრილფეხაა თუ მსხვილფეხაა…
კაბინეტში უნდათ მუშაობა ან უნდათ თქვენსავით ჟურნალისტი იყვნენ.” – განაცხადა ხათუნა ბოკუჩავამ.