ამბროლაურში სანავიგაციო ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. შენობის პროექტი შპს “საქაერონავიგაციის” თანამშრომლების მიერ შეიქმნა, სამშენებლო სამუშაოებს კი ქართული სამშენებლო კომპანია “დაგი” ახორციელებს.
როგორც ”საქაერონავიგაციაში” აცხადებენ, მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჰაერო მოძრაობის მართვის ახალი ცენტრი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემით აღიჭურვება.
ამბროლაურში სანავიგაციო ოფისის მშენებლობა 2017 წლის ივლისში დაიწყო.