LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურში ,,სანაპიროს” კეთილმოწყობა მიმდინარეობს

112
271791370-232435372404051-3240735623086522124-n

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 4 553 234 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა.

პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ “სანაპირო” ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ჩამოსული ტურისტებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები