LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურში გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განთავსდა

339
რეანომობილი რაჭასს

დღეიდან, დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილი ამბროლაურშიც იფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივ კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. გარდა ამისა, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისთვის, სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისთვის, შესაბამისი აპარატურა განთავსდენა.

უწყების ინფორმაციით, ამბროლაურში რეანომობილის განთავსება აუცილებლობა ბოლო დროს რეგიონებიდან გადაუდებელი მდგომარეობების გამო პაციენტების ტრანსპორტირების გართულებულ შემთხვევებს უკავშირდება.

16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაიყვანეს, კომაშია

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლა აქვეყნებს ამბავს

ბოლოდროინდელმა სავალალო გამოცდილებამ კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების მუშაობაში არსებითი ხარვეზები გამოააშკარავა. სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და ტექნიკური გადაცდომების გამოვლენის მიზნით, სამინისტრომ სერვისების მიმწოდებლების რიგგარეშე შემოწმება უკვე დაიწყო. ნებისმიერი მიმწოდებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გამოეთიშება პროცესს.

სანებართვო პირობების ამოქმედება მაღალი ხარისხის სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, შეამცირებს კრიტიკული ტრასპორტირების საჭიროებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპტიმალურ პირობებს შექმნის. ღონისძიების ფარგლებში, რთულად მისადგომ რაიონებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, გადაუდებელი დახმარების შესაძლებლობები გაძლიერდება. კერძოდ, ამბროლაურის კლინიკაში ანესთეზიოლოგის, ქირურგის და ყველა გადაუდებელი დახმარების უნარ-ჩვევების მქონე პერსონალის მობილიზება მოხდება. ასევე, ტრავმებისა და დაზიანებების ადრეული შეფასებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია-შენარჩუნებისთვის, სრული აპარატული უზრუნველყოფა განხორციელდება. იქამდე კი, ამბროლაურში, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი დღეს დილიდან განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეანომობილის აპარატურის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო

რაჭიდან გაფუჭებული რეანომობილით ქუთაისში ძლივს გადაყვანილი 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ამბროლაურიდან რეანიმობილით 16 წლის მოზარდი ქუთაისში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ტრანსპორტირებისას ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნით, რეანიმობილში, რომლითაც პაციენტის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა, ხელოვნური აპარატს პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდებაში შეფერხება იყო. გახდა თუ არა ეს ფაქტორი პაციენტის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი, ამის დასადგენად მიმდინარეობს მოკვლევა. 16 წლის მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში ქუთაისის საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევის შემდეგ, ამბროლაურის მცხოვრებთა ნაწილი, რაჭაში რეანიმობილის დანიშვნას ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები