Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ამბროლაურის სატყეო უბანზე სამუშაოები 81 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს – ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის სატყეო უბანზე სამუშაოები 81 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს – ქვეყნის მასშტაბით, ტყის ინვენტარიზაციის პროცესი გრძელდება

43
სატყეო სააგენტო

სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს.

როგორც “ფორტუნას” სააგენტოდან აცნობეს, ამბროლაურის სატყეო უბანზე სამუშაოები 81 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება.

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს და მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის ინვენტარიზაცია 90-ნი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო.

დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 361 433 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.

ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და ტყის მართვის გეგმების შემუშავებას მეტყევე სპეციალისტები, ე.წ. ტაქსატორები ახორციელებენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოში ტაქსატორების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სპეციალური სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 45 ახალგაზრდა, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები