საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს უფასო სკრინინგის (გამოკვლევა) პროგრამას.
ამბროლაურის,ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი სახის გამოკვლევები:
- მკერდის სკრინინგი – 40-70 წლის ასაკის ქალბატონები (მამოლოგის გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა, ექოსკოპიური გამოკვლევა საჭიროების დადასტურების შემთხვევაში)
- საშვილოსნოს ყელის სკრინინგი – 25-60 ასაკის ქალბატონები (გინეკოლონგის გასინჯვა, პაპ-ტესტის ჩატარება, კოლპოსკოპიის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა).
- პროსტატის ადენომის გამოკვლევა – 50-70 წლის მამაკაცები (ოჯახის ექიმის ან უროლოგის მიმართვის საფუძველზე სისხლში სპეციფიკური ანტიგენის გამოკვლევა)
- მსხვილი ნაწლავის სკრინინგი – 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესის პირობებში.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის უფასო ტრანსპორტირება ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში. (მის: ქ. ქუთაისი. ჯავახიშვილის ქ. 85)
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამსახურს ნომერზე – 599 152055.