LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის აეროპორტი ექსპლუატაციაში მომავალი წლის დასაწყისიდან შევა

189

ამბროლაურის აეროპორტი ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისიდან შევა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ფრენის ღირებულება და საფასური ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა მესტიის აეროპორტის მსგავსად სუბსიდირებას, აქაც სახელმწიფო განახორციელებს.

”მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ ისეთივე იქნება, როგორც მესტიის აეროპორტში. შეიძლება მეტი ან ნაკლები. ამ ეტაპზე ამ საკითხზე ვმუშაობთ”, – განაცხადეს აეროპორტების გაერთიანებაში.

აეროპორტს 15-20 ადგილიანი, მცირე ზომის საჰაერო ხომალდების მიღება შეეძლება. საწყის ეტაპზე ამბროლაურის აეროპორტში ფრენებს ის კომპანია განახორციელებს, რომელიც მესტიის აეროპორტს ემსახურება.

ამბროლაურის აეროპორტის მშენებლობა დაახლოებით, 10 მილიონი ლარი ჯდება.

აეროპორტის პროექტის ფარგლებში 1100 მეტრიან ასაფრენ–დასაფრენ ზოლზე, სამანევრო ზოლზე და თვითმფრინავების სადგომზე სამუშაოები დასრულებულია.

BLACK SEA GROUP-ის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს, საპატრულო გზის პროფილში გასწორება, სადრენაჟე კოლექტორების რკინა ბეტონის ჭების მოწყობა, შემოღობვის სამუშაოები.