გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორაგბე ნიკა ჟვანია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელკეტი ჰქონდა და დაპირისპირებაშიც მიიღო მონაწილეობა.
“აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო…
წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის”. – ამბობს ადვოკატი ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
"სასამართლომ ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება" - გიორგი ფოფხაძე.
კითხვაზე, რატომ ჰქონდა თან ხელკეტი, ადვოკატი პასუხობს, რომ როგორც ბრალდებული განმარტავს, მან ხელკეტი მანქანაში იპოვა და ხელს გააყოლა.
“დარტყმით დაარტყა, კი. ამბობს, რომ ფეხის არეში დავარტყიო”. – თქვა გიორგი ყავლაშვილმა.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.