LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზონში გემი ჩაიძირა – დაღუპულია 10 ადამიანი

75

მდინარე ამაზონში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. 

არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 40 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 20-მდე ადამიანი მაშველებმა გადაარჩინეს. 

მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე. ეს რთული ტერიტორიაა, – განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო გემი Comandante Ribeiro დილით ჩაიძირა. გემზე 70 მგზავრი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები