ამაზონი ლეგენდარული დიეგო მარადონას ცხოვრებაზე სერიალის შექმნას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით,დიეგოს როლზე კასტინგი წარმატებულად გაიარა სამმა მსახიობმა.
ნაზარენო კასერო,ხუან პალომინო და ნიკოლას გოლდშმიდტი სხვადასხვა ასაკის ლეგენდას განასახიერებენ.
სერიალი ამაზონის ერთ-ერთ პლატფორმაზე უახლოეს ხანებში გამოჩნდება.
დიეგო მარადონაზე აქამდე ორი ფილმი გადაიღეს,რომელთა რეჟისორებიც ემირ კუსტურიცა და მარკო რიზი იყვნენ.