LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზე მეტს არ იმსახურებს? – ფიროსმანის კენოტაფი პანთეონში [ფოტო]

1557
niko

ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის კენოტაფი მთაწმინდის პანთეონში მოუვლელია. ინფორმაციას და ფოტოს ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ორაგველიძე ავრცელებს.

„გუშინ ფიროსმანის გარდაცვალებიდან 101 წელი შესრულდა.

პანთეონში სტალინის დედის უკან, კუთხეში დგას შელახული დაფა (ფოტო დღევანდელია)

ამაზე მეტს არ იმსახურებს?“ – წერს ის.

 

 

ცნობისთვის, ნიკო ფიროსმანი მეოცე საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის შემოქმედებას სიცოცხლეშივე აფასებდნენ როგორც თბილისის ე.წ. აზიურ ნაწილში, ასევე პროფესიონალ მხატვართა წრეში, ქართულმა საზოგადოებამ მისი საფლავის დაკარგვა მაინც მოახერხა. ერთი ვერსიის მიხედვით, ფიროსმანი კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული, მეორის თანახმად კი – ავლაბარში, პეტრე-პავლეს ეკლესიის გალავნის მახლობლად. ნიშანდობლივია ისიც, რომ უცნობია მხატვრის გარდაცვალების ზუსტი თარიღიც: სახელდება 1918 წლის აპრილი და 1919 წლის მაისი.

2019 წელს მთაწმინდის პანთეონში ნიკო ფიროსმანის კენოტაფიც გაკეთდა, იმ მიზნით, რომ საფლავის ზუსტია ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მხატვარს მთაწმინდაზე გადაასვენებდნენ, თუმცა კენოტაფის მოწყობა არ დასრულებულა და საქმე არც საფლავის დადგენა-გადმოსვენებამდე მისულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები