გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, რომელიც თავისი შინაარსით პარადოქსულია. მასზე გამოსახულია ავტობუსი, რომელიც თბილისში მოძრაობს და შავ ბოლს აფრქვევს, თავად ტრანსპორტს კი აწერია: „მე გზას ვუთმობ სასწრაფოს“.
გიორგი წერს:
„სასწრაფოდ უნდა მიხედონ ამ პრობლემას! უკლებლივ ყველა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სატვირთო მანქანებს აქვს ასეთი გამონაბოლქვი!! მსუბუქი ავტომანქანის ვერანაირი გამონაბოლქვი შეედრება ამას!!! გზას უთმობს თურმე სასწრაფოს – ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდა, თვითონვე წამლავს და კლავს ადამიანებს!“