LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაზე მეტად უარყოფითი არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო, უკიდურესად ნეგატიური გადაწყვეტილებაა – ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე

302
122999105-3555202484502687-1078562644014619574-o-2-2020-11-20-11-39-23-494895

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უკიდურესად ნეგატიური და უარყოფითი მოვლენაა, რომელსაც მომდევნო წლებში თავისი უარყოფითი ეფექტები ექნება, – ასე აფასებს “ფორტუნასთან” ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია კომპანია “ენკას” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც “ნამახვანჰესის” მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება.

ეკონომისტმა “ფორტუნას” ეთერში დაასახელა ის ნეგატიური ეფექტები, რაც ქვეყანამ შესაძლოა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილებით.

„პირველ რიგში, ენერგეტიკით რომ დავიწყოთ, ჩვენი მზარდი ენერგეტიკა ყოველწლიურად საჭიროებს ახალ ჰესებს. ნამახვანჰესის გაჩერებას ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არათუ ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მოვახერხებთ ამ დეფიციტის აღმოფხვრას, არამედ მოგვიწევს უფრო და უფრო მეტი ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნებისგან შეძენა, რაც ნიშნავს ჩვენგან ფულის გადინებას და ამასთანავე, არ ნიშნავს არც სამუშაო ადგილების შექმნას, არც საბიუჯეტო შემოსავლებს და არც რაიმე სხვა პოზიტივს.

ეს ნიშნავს ცალსახად, ჩვენთან შექმნილი ფულის საზღვარგარეთ პირდაპირ გადასროლას ანუ სხვისი ეკონომიკის დაფინანსებას იქნება ეს თურქეთი, რუსეთი თუ სხვა ჩვენი მეზობელი ქვეყანა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თუ არ იქნება ჰესების მშენებლობა ან სხვა სტაბილურად მომწოდებელი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღება ვერ განვითარდება არც ალტერნატიული ენერგიის წყაროები, როგორიც არის მზე და ქარი.

შესაბამისად, ენკას მხრიდან ნამახვანჰესსზე უარის თქმით მივიღეთ ისიც, რომ ვერც მზიდ და ქარის ენერგიის განვითარებას შევძლებთ მომდევნო წლებში, სანამ სხვა ჰესები არ აშენდება.

ამასთან, მათ არ დაუსრულებიათ ჰესის მშენებლობა, მაგრამ დაიწყეს და დახარჯეს რამდენიმე მილიონი ლარი, რომლის დაბრუნებაც სავარაუდოდ, მოგვიწევს ისე, რომ პროექტი არც განვითარებულა. ამაზე მეტად უარყოფითი არ ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო”,- განაცხადა ვახტანგ ჭარამიამ “ფორტუნას” ეთერში.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი რამდენიმე თვეა უწყვეტად აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რიონის ხეობაში არაერთხელ გაიმართა აქციები.

“რიონის ხეობის მცველების” ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა “ფორტუნასთან” აღნიშნა, რომ “ენკას” გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

იხილეთ ვრცლად:

ნიჰილიზმი, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, დამსხვრეულია – „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეწყვეტა ჩვენთვის მოულოდნელი იყო: ვარლამ გოლეთიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები