ოლიმპიური ოქროს მოპოვებისა და საკუთარი რეკორდის გაუმჯობესების შემდეგ ლაშა ტალახაძის მამა “რუსთავი2”-თან პირველ კომენტარს აკეთებს.
„ამაზე მეტი ბედნიერება არ შეიძლება იყოს ქვეყანაზე. შენი შვილი ამხელა რეკორდებს ამყარებს, ამხელა ასპარეზზე გამოდის, პირველი კაცია, წარმატებულია და დღევანდელ დღეს ამაყი კი არა, ამაყზე ამაყი მამა ვარ“, – განაცხადა კობა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.