ამაყი ვარ ლეგენდასთან შეხვედრით: ბოლტი და ბუფონი ერთმანეთს ერთნაირად მიესალმნენ ინსტაგრამზე.
დიდი სპრინტერი და ლეგენდარული მეკარე იტალიაში შეხვდნენ ერთმანეთს.
”ამაყი ვარ ცოცხალ ლეგენდასთან, თვით ჯანლუიჯი ბუფონთან შეხვედრით” – დაწერა უსეინ ბოლტმა ინსტაგრამზე.
ბუფონმა იგივე ფოტო დადო და მსგავსი მინაწერი გაუკეთა: ”ვამაყობ უსეინ ბოლტთან შეხვედრით. შენი სისწრაფე ლეგენდარულია”.
უსეინ ბოლტმა ახლახან დასრულებულ რიოს ოლიმპიადაზე სამი ოქრო მედალი მოიპოვა და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ჯანლუიჯი ბუფონი – იტალიის ცხრაგზის ჩემპიონი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2012 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონია.