LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამაყი ვარ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის განვითარების საკითხზე მრავალი წელია მუშაობს: კარლ ჰარცელი

41
კარლ ჰარცელი

“მე, როგორც ევროკავშირის ელჩს, გაცნობიერებული მაქვს შავი ზღვის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ფიზიკური კონტაქტის საშუალების მნიშვნელობა,” – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა და თქვა, რომ ფიზიკური კონტაქტები მნიშვნელოვანია.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობთ ციფრული კავშირების დროში, გეოგრაფიული და ფიზიკური კონტაქტი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია.

“ამაყი ვარ იმით, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მრავალი წელია მუშაობს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიის განვითარების კუთხით, ვმუშაობთ უსაფრთხოების საკითხებზე, გარემოს დაცვის საკითხებზე და მოუთმენლად ველი ამ თანამშრომლობის გაგრძელებას, ვინაიდან შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ შავი ზღვაზე დაკავშირების საკითხი მომავალში კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაში,“- განაცხადა ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

როგორც მან აღნიშნა, იგეგმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობების განხილვა.