ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში, თბილისში, ვარკთილი ზემო პლატოს მე – 12 კორპუსის ფოტოს ავრცელებს.
როგორც ფოტოზე ჩანს, კორპუსის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ხარაჩოები კი რომელსაც მუშები იყენებენ, საკმაოდ არასაიმედო ჩანს.
“ამათ მუშები სპაიდერმენები გონიათ”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ფოტოს კომენტარებში.
ლევან ხაბეიშვილი “ფორტუნასთან” განმარტავს, რომ ფოტო ორი დღის წინაა გადაღებული. ახლა მუშები ქვედა სართულებზე არიან და მათი სამუშაო ნაკლებად სახიფათოა.