LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამასაც მოვესწარით: მანჩესტერს ასტანა უგებს – ამბები მოკლედ

86
rue63de119be4

„ბრაგა“, „სპორტინგი“, „ვულვერჰემპტონი“, „ვოლფსბურგი“, „ალკმაარი“, აპოელ, „გენტი“ და „ლინცი“ ევროპის ლიგის პლეი-ოფში გავიდნენ.

Marca: ვალვერდემ „რეალთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. გამოსასყიდი თანხა 750 მლნ ევროა.

კარაგერი „ლივერპულს“ ურჩევს სანჩოს ყიდვაზე იფიქროს.

„არსენალი“ 7 მატჩია ვერ იგებს. ეს უარესი სერიაა ბოლო 27 წელიწადში. წუხელ ლონდონელებმა შინ „აინტრახტთან“ წააგეს 1:2.

„ესპანიოლი“ ევროთასებზე 26 თამაშია არ აგებს. ეს მის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიაა.

„ასტანას“ გამარჯვება „მანჩესტერზე“ – პირველი მოგებაა ყაზახური კლუბისთვის ტოპ 4 ლიგის გუნდებთან.

„მანჩესტერმა“ პირველად წააგო ევროთასებზე ბოლო 3 წელიწადში მატჩი, რომელშიც ანგარიში გახსნა.

„მანჩესტერი“ პირველი კლუბია, რომელმაც ევროპის ლიგის მატჩზე 6 თინეიჯერი გამოიყვანა. საშუალო ასაკი – 20 წელი და 221 დღე.

36 წლის გრანტი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელსაც „მანჩესტერში“ დებიუტი ქონდა ევროთასებზე.

„ინტერი“ მერტენსს წლიურად 4 მილიონ ევროს სთავაზობს.

ზიდანი მოურინიოს გაუთანაბრდა „რეალის“ თავკაცის პოსტზე მატჩების რაოდენობით. გამარჯვებების პროცენტი 67-ია 72-ის წინააღმდეგ.

მესი და სუარესმა „ბარსაში“ 800 გოლი გაიტანეს ერთად: 613+187

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები