როგორია ახალი წლის განწყობა ნინო ნადირაძის ოჯახში და რა ტრადიცია აქვთ დღესასწაულზე კუზანოვების ოჯახს – საკითხზე ნინო ნადირაძემ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაცემაში „პრაიმშოუ“ ისაუბრა.
ნინო ნადირაძე:
„ახალი წელი დამღლელია ხოლმე, მაგრამ გვიყვარს.. მე პირადად ძალიან მიხარია, რადგან 1-2 იანვარს, დილით, ვიცი, რომ დაძინების საშუალება მომეცემა.
ძალიან დიდი ხნის ტრადიცია, რომ მანამდე ჩვენ ახალ წელს ვიკრიბებოდით ხოლმე ივასთან, გუგას მამასთან, დიდ კუზანოვთან. ეს იყო ძალიან ლამაზი ტრადიცია, მთელი ოჯახი ივა თავისი შთამომავლობით, ივას ძმა თავისი დიდი ოჯახით ვიკრიბებობით.
მე ვაკეთებ გოზინაყს, კუჭმაჭს.. ჩემი დედამთილი ძვირფას სუფრას გვახვედრებს.
გუგას ახალი წელი ძალიან უყვარს. ნაძვის ხესაც გუგა აწყობს..
საერთოდ არავინ მაინტერესებს, არც ქმარი არც შვილი, მარტო მაინტერესებს ჩემი შვილიშვილი, ეს ყოფილა მთავარი სიხარული და სიცოცხლე ცხოვრებაში.
წელს მეკვლე იქნება ადუ.. შარშანაც ადუ გვყავდა და ძალიან კარგი წელი იყო.
ჩემი შვილი ივიკო ყველაზე ჭკვიანია და სხვათა შორის, ყველა სხვა კუზანოვებისგან განსხვავებით გადაწყვიტა გახდეს ფსიქიატრი, რადგან გამოაცხადა 21-ე საუკუნეში ყველაზე საჭირო პროფესია იქნება ფსიქიატრიო.. ეტყობა ჩვენ გვიყურა ამდენი წელი და მიხვდა, რომ ჩვენ ოჯახს ერთი შინაური ფსიქიატრი გვჭირდება.. ეს ყველაფერი, რაც დღეს ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობა და სიმართლეც იყო..
მინდა საქართველოს ყველა მოსახლეს, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს გახარებულები ყოფილიყვნენ..“
გუგა კუზანოვი:
„შენ გიყვარს ახალი წელი? ატყუებ ხალხს. ნინო ნადირაძე არის გრინჩი.. უფრო სამსახური უყვარს. სახლში გხედავს ვინმე? ძილის წინ ვხედავთ..
შვილებს ახლა ეფერები, თორემ ადრე არა.. მოგეხსენებათ, 90-იან წლებში, არც გაზი იყო, არც დენი და ნინო მაინც აკეთებდა ყველაფერს, ამას ვერ დავმალავ.. ფანტასტიკურად იცის საჭმლის გაკეთება, მარტო კუჭმაჭი კი არა, ყველაფრის გაკეთება იცის, ხაჭაპურის გარდა.
ხაჭაპურის ოსტატი და გენიოსი არის ჩემი სიდედრი, ქალბატონი ზაირა. მსგავსი ხაჭაპური საერთოდ არ მიჭამია.
ნინო ახლა უბრალოდ ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს..“
✨ახალი წლის განწყობა ნინო ნადირაძის ოჯახში
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 04 იანვარი, 2023
ბაია კუზანოვა:
„შვილმა ყველაფერი შეცვალა, სხვანაირად გვიხარია. მაგალითად, 15 წლის განმავლობაში, წელს პირველად, შევცვალეთ ნაძვის ხე, ისიც ბავშვის ხათრით. ოჯახური გარემო ცოტა უფრო გავამხიარულეთ..“