LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შესაძლოა გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები მსოფლიოსთვის” – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბირთვული კატასტროფის საფრთხეს აცხადებს

539
1

რუსული სამხედროების მიერ დაბომბვის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბირთვულ საფრთხეს აცხადებს. 

ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება

ატომურ ელექტროსადგურთან მიმდინარე შეტაკებების შემდეგ, ატომური ელექტროსადგურის სპიკერმა ანდრეი ტუზმა Telegram-ში მიმართვა გაავრცელა და მოწინააღმდეგეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლების თქმით, პირველ ენერგობლოკზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები კი სროლების გამო ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ვერ იწყებენ.

პერსონალის განცხადებით, არსებობს ბირთვული კატასტროფის რეალური საფრთხე.

“ენერგოატომმა” მიმართა მსოფლიო საზოგადოებას გაფრთხილებით, რომ რუსული ჯარების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვამ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ტრაგედია გამოიწვიოს:

“ენერგოატომი აფრთხილებს და მიმართავს მსოფლიო საზოგადოებას: მძიმე დაბომბვა, რომელიც ახლა ხდება, არის ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სერიოზული დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და ტრაგიკული შედეგები მსოფლიოსთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში.

ამავე თემაზე:

მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა: ენერგოდარის მერი

ბოლო ცნობები უკრაინიდან – ყველა სიახლეს გაეცნობით ამ ბმულზე: