Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს, ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა“ – შალვა ამონაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს, ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა“ – შალვა ამონაშვილი

624
shalvamonashvili209

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი „ამონაშვილის აკადემიის“ გვერდზე მშობლის ფასდაუდებელ როლზე საუბრობს:

​„მშობლის ამაგი იმდენად დიდია, რომ ჩვენი ცხოვრება დასრულდება და მაინც ვერ გადავიხდით ამ ამაგს. მშობელს ვერ გადავუხდით. ის წავა ცხოვრებიდან რაღაც დროს და გულში მაინც დაგვრჩება ხინჯი: „ხომ შემეძლო ესეც გამეკეთებინა და ბევრი რამე.“ ქართველ ხალხს ანდაზა აქვს ძალიან კარგი: „ხელის გულზე რომ ერბო კვერცხი მოიწვა, მშობლის ამაგს მაინც ვერ გადაიხდი.“ დედის ზრუნვა იმდენად ძვირადღირებული რამ არის, რომ ვერ გადავუხდით.

ვიდრე მშობლები გვყვანან, ვესიყვარულოთ მათ, ვეფეროთ. ამაგის გადახდა ეს არის. ის კი არა, რომ სიბერეში ლუკმაპურს გაუწვდი. ჩვენი სიკეთე დავანახოთ მშობლებს. დაინახონ, რომ შვილი თურმე კარგი გაუზრდიათ, ქვეყანა ხარობს მათი გაზრდილით. ჩვენი კეთილდღეობა დავანახოთ მშობელს და რასაკვირველია, ზრუნვა მათზე. რაც მთავარია, მშობელმა რა ამაგიც დაგვდო ჩვენ, მერე ჩვენც ვხდებით მშობლები და იქ დაიწყება მშობლის ამაგის გადახდა. იქ უნდა გამოიჩინოთ თქვენი სიყვარული შვილების მიმართ, თქვენი ზრუნვა, თქვენი თავდადება, თქვენი სიკეთე. დედამ, თუ ცოცხალია, გაიხაროს, თუ გარდაცვლილია, ზემოდან დაგყუროთ და თქვას:​ „შვილო, ასეთი მინდოდა, რომ ყოფილიყავი.“ ამაგი დასდეთ თქვენს შვილებს. ეს იქნება დედის ამაგის გადახდის ყველაზე კარგი ფორმა.

თქვენზე ზრუნვა შეამცირეთ. წუწუნი არ დაიწყოთ. ​რასაც გააკეთებთ მშობლისთვის, მთელი სიყვარულით გააკეთეთ. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, დრომ არ გაცალათ, რას იზამთ, მაგრამ გულში ხომ გინდოდათ ეს გაგეკეთებინათ. ჩვენ ვერასდროს გავუკეთებთ მშობლებს ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით ჩვენგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვიანი ადამიანები ვართ. სამაგიეროდ სხვებს გავუკეთებთ მერე. საკუთარი თავი დაივიწყე. გააკეთე ის, რომ მიხედო მშობელს, არ დაიწუწუნო,“ – ამბობს შალვა ამონაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები