მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლანის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„მეშინია რომ ვთქვა რიცხვი 25 დეკემბრის და 26 გათენებისა არა არ მეშინია, შიში ჩემთვის უცხოა, მაგრამ ამ თარიღს ისეთი თავისებური შიში ახლავს, ამას ნამდვილად ვერ ავხსნი, უბრალოდ არ ვიცი, როგორ აღვწერო, ერთი ისაა 25 – დან 25 – მდე სულ თავს მახსენებს, და მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დარდიც, ტკივილიც ამ დღეს და ამ დროს ამოხეთქავს ხოლმე, როცა ქვეყანა შობის დღე ზეიმობდნენ და ხვალინდელი დღის ჩანაფიქრებისა და სურვილების ასრულებაზე ლოცულობდნენ, მე კი ერთ ერთი მოქალაქეს ერთად ერთი ვაჟი მძინარე თავისი საწოლში მოკლული დამახვედრეს სისხლით შეღებილი ამ საწოლზე, ამავე საწოლზე რომელიც ამ ფოტოშია ასახული, დღეს 25 – ში 26 გამთენიისას 6 წელი გახდება, საშველი ამ ტკივილს არ დაადგა და ვერც შენელებულა, ნუ ეს ადამიანები ამ სისასტიკის ავტორები, დღეს შობას ზეიმობენ და საახალწლო სამზადისში არიან, არ ვიცი ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს, ერთი რამ ცხადია, მე 6 წლის წინ სისხლში ამოსვრილი დილა მომილოცეს, ვიმედოვნებ და ვაგრძელებ არსებობას იმისი იმედით, რომ ამასვე მიღებ მილოცვებში ერთ მშვენიერ დღეს შენ ვისაც მიგიძღვის ბრალი ამ სისასტიკეში“. – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.