LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერას თავისი ისტორია აქვს, ისეთი თემა მინდოდა ყოფილიყო, სადაც ერთგულებას გავუსვამდი ხაზს“ – გოჩა იაშაღაშვილი

179
1L4A9852

23 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი გოჩა იაშაღაშვილი გახლდათ, რომელმაც თავის ამჟამინდელ საქმიანობაზე ისაუბრა.

გოჩა, როგორ ხარ?

მივესალმები ჩემს საყვარელ რადიო მსმენელებს. კარგად ვარ, მადლობა.

როგორც ვიცი, ახლა ბავარიაში ხარ…

დიახ, ბავარიაში ვარ.

როგორ იწყება შენი დილა ბავარიაში?

მაქვს ძალიან კარგი ვერანდა და ამ ვერანდაზე ვვარჯიშობ დილაობით

როგორია ბავარია?

ბავარია ძალიან მოვლილი, მოხდენილია,  აქ არიან ძალიან კარგი ადამიანები, რომელთაც ისე მიმიღეს, როგორც ახლობელი  და მე მადლობის გარდა, არაფერი მაქვს სათქმელი ბავარიისადმი. დღეს რომ საერთოც ცოცხალი, ბავარიის დამსახურებაა.

ვიცი, რომ პედაგოგადაც მუშაობ მანდ…

კი, ასეა. პანდემიის პირობებში, ისე მოხდა, რომ აღარც კონცერტები იყო და აღარც სხვა არანაირი გამოსვლა და მეც მუსიკალური განათლების გადაცემის გარდა სხვა რა უნდა მეკეთებინა. ავიყვანე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები და დიდი სიამოვნებით გადავცემ ცოდნას.

მინდა ყურადღება გავამახვილოთ შენს მიერ შექმნილ სიმღერაზე „შნო“, რომელიც მეგობრობის სადიდებლად დაიწერა.

ამ სიმღერას თავისი ისტორია აქვს, ახლა აღარ მოვყვები, უბრალოდ, ისეთი თემა მინდოდა ყოფილიყო, სადაც ერთგულებას გავუსვამდი ხაზს.  ადამიანს ერთგულების ნიჭი უნდა ჰქონდეს, მაშინ აბედნიერებ შენს თავსაც და სხვასაც, როცა ერთგულება შეგიძლია.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები