LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ამ სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და აუცილებლად უნდა მოვყვე” – ლევან გულბათაშვილი და ია გოდერძიშვილი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

112
img-0437-2022-02-07-17-54-06-078308-1024x683

რადიოს „არ დაიდარდო“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ლევან გულბათაშვილი (გულბათი) & ია გოდერძიშვილი ახალი სიმღერის პრემიერით ,,ქეიფი მამა-პაპური” ესტუმრნენ.

-როგორია სიმღერის შექმნის ისტორია და ვის ეკუთვნის დუეტის იდეა?

ლევანი: დუეტის იდეა იას ეკუთვნის.

ია: სიმღერის ტექსტი და მუსიკა მე მეკუთვნის. ამ სიმღერას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და აუცილებლად უნდა მოვყვე. მე და ჩემი და-ძმა ძალიან კარგად ვმღეროდით. ვიზრდებოდით ოჯახში სადაც ყოველ ღამე ქეიფი იყო. ერთხელ მამაჩემმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ არცერთი საქეიფო სიმღერა არ ვიცოდით. ამის შემდეგ მე და ჩემმა და-ძმამ ერთად დავწერეთ ეს სიმღერა. მამას სადღეგრძელოებიდან ამოვიღეთ ტექსტები და გავაერთიანეთ. ასე აეწყო ტექსტი, შემდეგ მუსიკაც შევქმენით. ამ სიმღერის ახლა ჩაწერა კი ჩემი ძმის-გია გოდერძიშვილის პატივსაცემად გადავწყვიტე. ძმა გარდაცვლილი მყავს, ის სამაჩაბლოს და აფხაზეთის გმირია. ეს სიმღერა კი ჯარში ყოფნისას ჩემი ძმის და მისი სამეგობროს „ჰიმნად“ იქცა. ჩემი ძმა არაჩვეულებრივად მღეროდა და უკრავდა როიალზე, ამიტომ საბჭოთა კავშირის ჯარში ყოფნისას უთქვამთ, რომ ვეტერანებზე უნდა შეესრულებინა სიმღერა, ჩემი ძმაც დათანხმდა. ჩემს ძმას საოცარი იუმორი ჰქონდა და როდესაც სცენაზე გამოიძახეს ეს საქეიფო სიმღერა შეუსრულებია. ქართველი ბიჭები ახარხარებულან და დიდი ტაში და აპლოდისმენტები მოჰყოლია. სამჯერ შეასრულებინეს ეს სიმღერა. შემდეგ რუს მეთაურს უთქვამს, ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ყოველი მეორე სიტყვა ღვინო რატომ იყოო? (იცინის). ეს სიმღერა მას შემდეგ ბიჭებს ჰიმნად დარჩათ. დღემდე, უბრალოდ ოჯახური საქეიფო სიმღერა იყო და მხოლოდ სახლში ვასრულებდით. სიმღერა ჩავწერეთ ზაზა გოჩიტაშვილთან „Z-STUDIO”-ში. მე და ლევანმა დიდი შრომა და ენერგია ჩავდეთ ამ ნამუშევარში, დილის 6 საათზე დავამთავრეთ ჩაწერა. სიმღერის სახელწოდება ,,ქეიფი მამა-პაპური” ლევანმა შეარჩია. ( ვრცლად)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები