LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ სასამართლოს არაფერი ეშველება, სისტემა უნდა დაინგრეს” – “გირჩი” განცხადებას ავრცელებს

50402501_2365696606815118_111227408014639104_n

“გირჩი” უზენაესი სასამართლოს საკითხზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სისტემა არ გაჯანსაღდება, სანამ პრობლემა კონკრეტულ გვარამდე დავა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და საუბრობენ იმ საკითხებზე, რომელიც რეფორმის შემდეგ უნდა გატარდეს.

“ამ სასამართლოს არაფერი ეშველება.

პრობლემის დაყვანა კონკრეტულ გვარებამდე, მურუსიძე-ჩინჩალაძემდე, და ამ პრობლემის მოგვარების გზად შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა, სინამდვილეში, ან გულუბრყვილობაა, ან უგუნურება, და რეალურად აწყობს არსებულ სისტემას.

პრობლემა არის სისტემაში, რომელიც გვაქვს სასამართლოსა და პროკურატურაში და ეს სისტემა ნებისმიერს აქცევს კოლექტიურ ჩინჩალაძე-მურუსიძედ (ივანიშვილი აქ მართალია, ისინი მსხვერპლები არიან).

თუ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება გულწრფელად გვინდა, ეს სისტემა უნდა დაინგრეს.

წესით, ეს ისედაც გასაგები უნდა გამხდარიყო ყველასთვის, როდესაც რეფორმების მეოთხე ტალღამ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშნული მურუსიძე მოიტანა.

ამ სისტემას ჯალათები სჭირდება და არა ადამიანები, რომელთაც მტყუან-მართლის გარჩევა აინტერესებთ.

ამიტომ შესაცვლელია ის წესი, რომელიც ჯალათობას ითხოვს მოსამართლისგან.

რა არის ამისთვის გასაკეთებელი:

  1. სამოქალაქო საქმეებზე:

ა) არბიტრაჟის პრინციპზე დაფუძნებული ბევრი, ერთმანეთთან რეპუტაციულ კონკურენციაში მყოფი სასამართლო და მოსამართლე;

ბ) მოსამართლეობა უნდა შეეძლოს ნებისმიერს, ვისზეც თანხმდებიან მხარეები.

  1. სისხლის სამართლის საქმეებზე:

ა) თუ არ არსებობს დაზარალებული ან არ ჩივის – არ არსებობს დანაშაული;

ბ) პროკურორი ემორჩილება დაზარალებულს და ადამიანს აქვს უფლება აპატიოს სხვა ადამიანს;

გ) პროკურორობა უნდა შეეძლოს ნებისმიერს, ვისაც აირჩევს დაზარალებული.

  1. ადმინისტრაციულ საქმეებზე:

ა) თუ ადამიანს არავინ არაფერს ედავება – ყველაფრის უფლება აქვს;

ბ) თუ ედავება – ამისთვის არსებობს პირველ პუნქტში მითითებული სასამართლო.

ესაა ერთადერთი გზა, თუ გვინდა სამართლის, როგორც პროდუქტის ხარისხი მუდმივად გაუმჯობესდეს ამ ქვეყანაში.

ასევე, ასეთ შემთხვევაში, ნაკლები მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება უზენაეს სასამართლოში, რადგან ბევრად ნაკლების გაფუჭებას შეძლებს.

ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება მარტივად, ქართული ოცნების პირობებშიც კი, მაგრამ ერთი პრობლემაა – ასეთი სასამართლო მთავრობის ან მთავრობის რეალური უფროსის ჭკუაზე არ ივლის,”- ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები