LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაცია აღარ გასაჯაროვდება – მეზვრიშვილი

92

“მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შს სამინისტრო შეგნებულად ამ საქმის იმაზე მეტ დეტალს რაც ჩვენ უკვე გავასაჯაროეთ არ ვასაჯაროებთ “- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაანცხადა. ნათია მეზვრიშვილი  მოუწოდებს საზოგადოებასა და მედიას, თავი შეიკავონ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახის ინტერესები დააზიანოს.

. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც  რეალურად ახლაც ამ წუთებში მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან,უმორჩილესად გთხოვთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტებს აშუქებენ, და იმ ადამიანებს ვინც რაიმე ტიპის ინფორმაცის ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახი დააზიანოს”“-ამბობს მეზვრიშვილი.

გოგონას მკვლელობის საქმეზე 1984 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გუშინ, 25 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

9 წლის ნანა ბერიაშვილი გუშინ, 25 ოქტომბერს შუადღით ცეკვაზე წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ცხედარი შემდეგ იმავე დღეს საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივზე არ საუბრობენ. ახლობლები ყვებიან, რომ გოგონა ხელ-ფეხშეკრული იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები