LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებული ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესების წიგნში ვიხილავთ – ეკატერინე თორდია

469
ipiccy_image

„240 მეტრის შუშის ხიდის მშენებლობა, რომლის შუაგულში დაკიდულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, სრულად 2022 წლისთვის დასრულდება და ამ საოცარ ნაგებობას ხიდზე დაკიდებული ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესების წიგნში ვიხილავთ“, – ამის შესახებ კომპანია Kass Land-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ დაშბაშის კანიონზე შუშის ხიდის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმემილიონი ლარის ინვესტიციით, მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობასაც გეგმავს და დამატებით 200 ვილაც აშენდება. ამაში სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს. „ჩვენი მიზანი წალკის მსოფლიო მიზიდულობის ცენტრად ქცევაა“, – დასძინა თორდიამ.

ცნობისთვის, დაცულ ტერიტორიაზე, წალკის კანიონზე, პირველად საქართველოში, საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მოეწყო გრანდიოზული სივრცე. კანიონზე, საქართველოში პირველად, უნიკალური 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი აშენდა თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით, მოეწყო ზიპ-ბაიკი და საქანელა, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტით, ერთი მხრივ, მოხდა ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი, უნიკალური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. წალკის კანიონის პროექტის ინვესტიცია, ჯამში, 120 000 000 ლარს შეადგენს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები