LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ საბედისწერო დღის შემდეგ მხოლოდ ნახევარი სამყაროს დანახვას შეძლებს!”

646
tvalebii

სოციალურ ქსელში მიმო გაბაიძე ავრცელებს ინფორმაციას აქციაზე დაშავებულ მამაკაცზე, რომელსაც დარბევის შედეგად თვალი დაუზიანდა.

“ეს დემეტრეა, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი, აფხაზეთიდან დევნილი…

ამ დღეში მხოლოდ იმიტომ არის, რომ სამშობლოში ოკუპანტის გაპარპაშება გააპროტესტა, ეს დანაშაულად ჩაუთვალეს და ამ საბედისწერო დღის შემდეგ მხოლოდ ნახევარი სამყაროს დანახვას შეძლებს! ”

 

https://www.facebook.com/georgegasviani/posts/1283388628484382

შეგახსნეებთ, ნიუ ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განცხადებით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა.მისივე ინფორმაციით,  კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა.

ექიმი: აქციაზე დაშავებულ ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა

კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა

თბილისში პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაზე გამოჩენას აპროტესტებდნენ. საქართველოს მთავრობამ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის გადაწვეტილება მიიღო.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ხალხის პროტესტით დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა და ეს პროტესტი პოლიტიკურად გამოიყენა. მამუკა ბახტაძის თქმით, მათ იძალადეს პოლიციელებზე.

ბახტაძე: ხელისუფლება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას დაიცავს

"პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, დაიცვა სახელმწიფო, საზოგადოება და აღკვეთა დანაშაული"

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები