სასტუმრო “რედისონთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოებრივი მოძრაობა “გაბედეს” წევრები მართავენ. ახალგაზრდების განმარტებით, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს არაფერი არ გაუკეთებია მაშინ, როცა ახალგაზრდებს 20 ივნისის ღამეს თვალები დასთხარეს. მოძრაობის აქტივისტები შენობის ფოიეში შეიჭრნენ და უცხოენოვანი ტრანსფარანტებით გააპროტესტეს აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წლის ანგარიშის წარდგენა.
“დღევანდელ ხელისუფლებას არ ვენდობით. დღევანდელი ადამიანის დაცვის კომიტეტი არის სიცრუე, ამიტომ იმ ქალბატონს ერთი ადამიანის უფლებაც არ დაუცვია საქართველოში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებს ატარებენ. ამ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მათზე დაწესდეს სანქციები. განსაკუთრებით მთავრობის მაღალჩინოსნებზე და მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, გიორგი გახარიაზე და არჩილ თალაკვაძეზე. ისინი აფერხებენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას”, – აცხადებს ბექა ნათელაშვილი.
“გაბედე” სოფო კილაძესთან “ჩაფხუტებით” მივიდა
“გაბედეს” წევრები სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა შენობიდან გაიყვანეს. საპროტესტო აქცია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ყველა უცხოელ სტუმარს, ვინც სოფიო კილაძის ანგარიშის მოსასმენად მოვა, წარწერებით დახვდებიან კარებთან და ეტყვიან აღნიშნული კომიტეტის “ნამდვილი” მუშაობის შესახებ.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საზოგადოებას კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. ანონსის თანახმად, ღონისძების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის მთავარი მენეჯერი თეონა ყუფუნია.
https://www.facebook.com/tvpalitranews/videos/170241257573654/