საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი არხში გადახტა, პოლიციელები მას გადაჰყვნენ და ამოყვანა მოახერხეს.
ეს პოლიციელები ზვიად ხელაძე და ზვიად გაბუნია არიან. “ფორტუნა გთავაზობთ მათ ფოტოებსაც: