LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება…ბუჩაში რაც ხდება ის უნდა ნახოთ, სიცოცხლე რომ დააფასოთ უფრო მეტად…მაგრამ სჯობს არ ნახოთ: ირაკლი ოქრუაშვილი

15703
ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისედ არის წასული, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ოქრუაშვილი წერს, უკრაინაში მიმდინარე ომმა და იქ ნანახმა, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და „მისი ცხოვრება შეცვალა“.

„ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი შეხედულებები ადამიანებზე, ფასეულობებზე და საერთოდ სამყაროზე. დარდი ისედაც არ მაკლდა და უფრო მეტად გამიმძაფრდა წვრილმანებში ბედნიერების ძებნის ინსტიქტი.

ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ და უფრო გულჩვილი სუსტის და დაჩაგრულის დანახვაზე…

ბუჩაში რაც ხდება (ალბათ სხვაგან უფრო უარესი) ის უნდა ნახოთ, სიცოცხლე, სიკეთე, სინათლე რომ დააფასოთ უფრო მეტად… მაგრამ სჯობს არ ნახოთ“, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები