LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ომების და სისასტიკის ფონზე, „გამარჯობა, ჭიტა, დავიბადე“, ძალიან მეუხერხულება.. მადლობის თქმა რომ გამიადვილდეს, ამისთვის ვწერ სტატუსს“ – ნათია ფანჯიკიძე იუბილარია

319
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იუბილარია. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე ეუხერხულება ამ დღის აღნიშვნა.

„ამ ომების და სისასტიკის ფონზე, რაც პირდაპირ ჩვენს გულზე გადის, ყოველგვარი „გამარჯობა, ჭიტა, დავიბადე“, ძალიან მეუხერხულება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, დავიბადე და მაინც ვიღებ მოლოცვებს სხვადასხვა ჩატში. ხოდა მადლობის თქმა რომ გამიადვილდეს და თქვენც რომ მოლოცვა გაგიადვილდეთ, ამისთვის ვწერ ამ სტატუსს. ზოგიერთ თქვენგანს სახეზეც არ ვიცნობ, მაგრამ ეს უსხეულო, ჯადოსნური კავშირი როგორი ძვირფასია, აღნიშვნაც არ უნდა. ყოველი დილა მეწყება თქვენით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბედნიერი ვარ, რომ ვიღვიძებ თქვენთან ერთად. მიყვარხართ ჩემი ყოველი დილის ყავის მეგობრებო. ვერც ბედნიერი ვიქნები თქვენ გარეშე და ვერც მოწყენილი. ხოდა გაგიმარჯოთ“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

 

ამ ომების და სისასტიკის ფონზე, რაც პირდაპირ ჩვენს გულზე გადის, ყოველგვარი “გამარჯობა, ჭიტა, დავიბადე”, ძალიან…

Posted by Natia Panjikidze on Tuesday, October 17, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები