LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ნაბიჯით ცდილობს, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს – უნდა, შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს, საქართველო რუსეთთან ახლოს თანამშრომლობს“ – სამხარაძე პუტინის გადაწყვეტილებაზე

134
სამხარაძე და პუტინი

„რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, რომ შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს, საქართველო ახლოს თანამშრომლობს რუსეთთან“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ემიგ­რან­ტებს, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ, უფრო მე­ტად გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნას­თან კავ­ში­რი და ფრე­ნე­ბი” – ნინო წილოსანი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს „საზოგადოებას, ასევე ევროპელ პარტნიორებს დააკვირდნენ იმ დროს და მომენტს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით შეარჩია“:

„საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა...რადიკალური ოპოზიცია ეცდება, ეს თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ” - კობახიძე

„საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა...რადიკალური ოპოზიცია ეცდება, ეს თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ” - კობახიძე

„რუსეთი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა დააზიანოს, რადგან უნდა, რომ შექმნას ისეთი იმიჯი, თითქოს, საქართველო რუსეთთან ახლოს თანამშრომლობს.

ამიტომ, როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, თუ რისთვის გადაიდგა ეს ნაბიჯი ახლა, ამ მომენტში, 20 წლის თავზე და რა იყო ის პირობები, რამაც რუსეთის ხელისუფლებას უბიძგა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შეემსუბუქებინა.

„აფხაზეთსაც დავიბრუნებთ სწორი პოლიტიკით და სამაჩაბლოსაც..“ – კონსტანტინე ზარნაძე

რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაშიც ჩვენ არ ჩავრეულვართ და ეს არ იყო არც ჩვენი მოთხოვნა და არც ჩვენი სურვილი, თუმცა მათ იმ დროს, როცა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იხილება და საქართველომ უნდა გადადგას ახალი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რატომღაც, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 20 წლის განმავლობაში ნაწარმოები პოლიტიკა შეეცვალა და სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა.“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ღია გვაქვს, საჰაერომ რა დააშავა?“ – „ხალხის ძალა“

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები