LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ მამაკაცის გვერდით თავს უსაქმურად ვგრძნობ და თავი მისი ასისტენტი მგონია“ – რიანას წარმოუდგენლად განსხვავებული ფოტოსესია Interview-თვის და საინტერესო ინტერვიუ

150
page

რიანამ გამოცემა Interview-ის გარეკანი დაამშვენა. ბარბადოსელმა ლამაზმანმა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და არაერთი შთამბეჭდავი ლუქიც მოირგო. ეს გახლდათ ბრენდების: „დიორის“, „ბოტეგა ვენეტას“, Loro Piana-ს, Loewe-ის და Savage x Fenty-ის სამოსი. ფოტო/ვიდეო მასალა კი ინსტაგრამზე გაავრცელა.

36 წლის რიანამ ინტერვიუში თავის საქმიანობაზე, ოჯახსა და საკუთარ იმიჯზე ისაუბრა.

„საკუთარ ჩაცმულობაზე ბევრს არ ვფიქრობ, თუმცა ჩემი შვილებისთვის ტანისამოსს დიდ ხანს ვარჩევ. რაც შეეხება ასაპს, ამ მამაკაცის გვერდით თავს უსაქმურად ვგრძნობ და თავი მისი ასისტენტი მგონია“, – აცხადებს რირი.

„ისევ ორსულად?“ – რიანა Savage x Fenty-ის პიკანტურ ფოტოსესიაში

რიანა ჩინური „ვოგის“ ახალი ნომრის გარეკანზე მოხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები