LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კვირიდან საწვავი 5-10 თეთრით გაძვირდება

99
untitled-design

მიმდინარე კვირიდან, ქვეყანაში საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაიზრდება. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში „ბიზნეს ფორმულასთან“ საწვავის ფასის ზრდის მიზეზად ნავთობის გაძვირებას ასახელებენ.

„თებერვლის პირველ რიცხვებშივე ნაწილობრივ მოხდება ფასების ზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ გაყიდვების კუთხით ქვეყანაში იანვრის თვე არ არის აქტიური, დეკემბრის მარაგები გვაძლევდა საშუალებას, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა, თუმცა ახალ შესყიდვებზე, რომელიც უკვე იანვარში განხორციელდა და თებერვალში მოხდება მათი რეალიზაცია, ბუნებრივია აისახება გაზრდილი ნავთობპროდუქტების ფასები“,- აცხადებს „ბიზნეს ფორმულასთან” „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ამავე თემას ეხმაურება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილიც და ამბობს, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასი, 2014 წლის ოქტომბრის შემდგომ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები