LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კლასის ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – ხაზარაძე და ანა ნაცვლიშვილი ახალი მოძრაობის მიზნებზე

250
xazaradze nacvlishvili

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი ხდება. ამის შესახებ “ფეისბუქზე” ხაზარაძე წერს და ნაცვლიშვილს წარმატებებს უსურვებს.

„მეგობრებო, როგორც დაგპირდით ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაფუძნდება. ეს იქნება ახალი თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს.  

მამუკა ხაზარაძე: სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა, ღირსეული საქართველოსთვის!

დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება. ანა მთელი მისი დიდი პროფესიული გამოცდილებით, მტკიცე ხასიათით, ობიექტურობისა და თავისუფლების მაღალი ხარისხით გუნდის ნამდვილი მონაპოვარია. ის ყოველთვის მზად იქნება გაახმოვანოს მოძრაობის სიახლეები, ინიციატივები, გეგმები, შედეგები. ანა უწყვეტ კომუნიკაციაში იქნება მედიასა და საზოგადოებასთან.

ჩვენთვის ამ კლასის საზოგადობრივად აქტიური ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია – წარმატებები ანა ნაცვლიშვილს“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

სიახლეს ნაცვლიშვილიც სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ხედავს როგორ კარგავს სახელმწიფოს, ამიტომ მაყურებლის როლში დარჩენა აღარ სურს. 

ხაზარაძის მოძრაობა თუ პოლიტიკურად არ ჩამოყალიბდა, ჩვენ ისედაც ვმოძრაობდით - ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან

როგორც ჭყონიამ "ფორტუნას" უთხრა, ხაზარაძესთან ახალი მოძრაობის ფარგლებში თანამშრომლობას გეგმავს.

“მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი. დღევანდელ მოცემულობაში დიდი შეცდომაა ჩვენს შორის განსხვავებებზე ფიქრი, ნაცვლად იმისა, რომ დავინახოთ ფუნდამენტური საკითხები, რაც თითოეულს გვეხება, გვაღელვებს და რომლებსაც ცალცალკე დგომით ვერავინ მოვაგვარებთ.

სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ რეალურ ძალას და რესურსს, გავარღვიოთ შეცდომების და დანაშაულების მოჯადოვებული წრე და შევქმნათ თვისობრივად ახალი რეალობა: ადამიანის ღირსების აღიარებასა და დაცვაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელიც მოგვიშუშებს წარსულის იარებს და წინ წაგვიყვანს, საქართველოს და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებისკენ!,“ – წერს ანა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, ანა ნაცვლიშვილი გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი იყო. მანამდე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე.

ზოგიერთებმა 2-მეტრიანი სანთელი უნდა დაანთონ – ვის ვიხილავთ ხაზარაძესთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები