LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ხატზე ჩვენ არ ვართ.. ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ატა­ნა არ შე­მიძ­ლია.. ირმა ინაშვილს შავი თმა აქვს, ხატზე გამოსახულ მანდილოსანს – ყავისფერი, მე 10 წელია მელოტი ვარ, ეგეთი თმა მაქვს?“ – დავით თარხან-მოურავი

267
Untitled design (13)

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი „ტვ პირველთან“ უარ­ყოფს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მატ­რო­ნას ხა­ტის ერთ-ერთ ფრაგ­მენტზე ის და ირმა ინაშ­ვი­ლი არი­ან გა­მო­სა­ხუ­ლი.

„მე და­ვაკ­ვირ­დი ხატ­ზე გა­მო­სა­ხულ მან­დი­ლო­სანს, ირმა ინაშ­ვილს შავი თმა აქვს, ამ მან­დი­ლო­სანს უფრო წი­თუ­რი-ყა­ვის­ფე­რი. თვა­ლე­ბი, სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბა, ცხვი­რი – ნუ არ ვიცი… მგო­ნი სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს არ არის ირმა ინაშ­ვი­ლი, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ მი­ამ­სგავ­სებ იქ გა­მო­ხა­ტულ მან­დი­ლო­სანს ირმა ინაშ­ვილს..

ვერც თვა­ლე­ბით, ვერც ცხვი­რით, ვერც სა­ხის მო­ხა­ზუ­ლო­ბით, ვერ ცხვი­რით, თუ გსურთ, რომ გა­მო­ი­გო­ნოთ, ყვე­ლაფ­რის გა­მო­გო­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა.

ეს არის მო­რი­გი ტყუ­ი­ლი, გა­ვაფ­რენ… ამ­დე­ნი ტყუ­ი­ლის ატა­ნა არ შე­მიძ­ლია… ამ ხატ­ზე ჩვენ არ ვართ. ხატი და­ი­წე­რა 2018 წელს და მე თმა არ მაქვს 10 წე­ლია, მე­ლო­ტი ვარ და შე­და­რე­ბის უნა­რი ხომ არ­სე­ბობს? მე ეგე­თი თმა მაქვს?,“ – ამ­ბობს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი.

ცნო­ბის­თვის, სოცქსელ­ში გუ­შინ პოს­ტი, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და ფრაგ­მენ­ტი მატ­რო­ნას ხა­ტი­დან:

„რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს ფაქ­ტე­ბის მალ­ვა ხალ­ხო! აქ­ცი­ებს რომ ატა­რე­ბენ და ვი­ღა­ცე­ე­ბის დას­ჯას რო ითხო­ვენ, წმინ­და მატ­რო­ნას ხატ­ზე სტა­ლინ­თან შეხ­ვედ­რის სცე­ნის გარ­და ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი არი­ა­ნო ინაშ­ვი­ლი და თარ­ხან­მო­უ­რა­ვი. და­ჩო­ქი­ლე­ბი ლო­ცუ­ლო­ბენ და ევედ­რე­ბი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას. მარ­ცხე­ნა კუ­თხე­შია ეს. და­ი­წყეთ ეხლა არ დაგ­ვი­ნა­ხავს, არ შეგ­ვი­ფა­სე­ბია, სა­ინ­ტე­რე­სოა ვისი და­ვა­ლე­ბით შე­ი­ტა­ნა ეს ხატი ირ­მამ და თარ­ხა­ნამ სა­მე­ბა­ში. გე­კი­თხათ თა­ვის დრო­ზე სა­მე­ბა­ში მღვდლე­ბის­თვის და გე­ტყო­დენ ვინც დარ­თო ნე­ბარ­თვა. გა­მო­ვიდ­ნენ ახლა სა­პატ­რი­არ­ქო­დან და თქვან ვისი და­ვა­ლე­ბით შე­ი­ტა­ნეს.

თუ ასე არაა მა­შინ რატო გა­და­მა­ლეს ხატი და რატო არ სცე­მენ პა­სუხს ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ ხალ­ხს ვი­ღა­ცის დას­ჯას რო ითხო­ვენ, უთხრან მათ ვისი ბრა­ლია და აღი­ა­რონ თა­ვად.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები