LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და მწარედ მომატყუე: ანზორ მელია

156
anzori-6168480849dce

“მე ვიცი, განმიცდია ის, როცა შვილი ციხეში გყავს, რა დუღს გულში, როგორ ვერაფერს ვერ ამბობ, განიცდი და ღამე არის კოშმარი – ეს ტრიალებს თქვენს გულში, მაგრამ იცოდეთ, სულ ცოტა დარჩა, ბატონი მიხეილი გამოვა და ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს, – ამის შესახებ ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საკუთარ სიტყვაში როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

“ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე. არ ხედავ რატომ დაეცა შენი რეიტინგი ბოლომდე? ვინ გყავს პარლამენტში, ვინ გყავს მთავრობაში, რა ზიზღის ენით, რა ტერმინოლოგიით, სიძულვილით საუბრობენ მთავრობის ხელმძღვანელები. ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ „კლოუნადას“, შურს, ზიზღს, ურთერთ არგატანას დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ. რას აკეთებთ ზუგდიდში, ექიმ კაცს დასდევთ, სუს-ი დამიყენეთ, ნარკომანები მომისიეთ, მაგრამ ვერ გამტეხეთ და ვერ გამტეხავთ, იმიტომ რომ მე მიყვარხართ, მიყვარს ჩემი სამშობლო.

“ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ ამ „კლოუნადას“, შურს, ზიზღს, ურთერთ არგატანას დავამთავრებთ და სახელმწიფოს ავაყვავებთ, ავაყვავებთ, როცა თქვენ წახვალთ”,-განაცხადა ანზორ მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები