LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ჯგუფის პრეპარატებს მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ.. პლაცებო ეფექტი აქვთ, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის გაურკვეველ რყევებს და მოკლე – ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს“ – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მიმართავს

450
ing (3)

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტებს“, ანუ იმუნოსტიმულატორებს მაქსიმალურად მოერიდონ.

ინფექციონისტი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები უკეთეს შემთხვევაში, იმუნიტეტზე არავითარ გავლენას არ ახდენს, ხოლო უარეს შემთხვევაში, შესაძლოა ისინი მოკლე – ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს.

„პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად, ამ ტიპის „წამლებიც“ მრავლად არის წარმოდგენილი ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე, ხშირად რუსული წარმოების პრეპარატების სახით.

სინამდვილეში „იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტები“ (იმუნოსტიმულატორები, იმუნომოდულატორები) ძალიან მწირად გაგვაჩნია. ის წამლები, რომლებსაც მიმზიდველად აწერია, რომ აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ხშირად მარკეტინგული ხრიკია, რადგან ადამიანებს ძალიან უყვართ საკუთარ იმუნიტეტზე ზრუნვა. ოღონდ ურჩევნიათ ეს მარტივად, წამლის დალევით მოხდეს და არა რეალურად, ანუ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით, რაც სინამდვილეში ჩვენი იმუნური სისტემის ფორმაში ყოფნის ერთადერთი საშუალებაა.

ეს ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები კი, უკეთეს შემთხვევაში, იმუნიტეტზე არავითარ გავლენას არ ახდენს და პლაცებო ეფექტი აქვთ, უარეს შემთხვევაში კი შეიძლება ჩვენი იმუნური სისტემის რომელიმე კომპონენტის გაურკვეველ რყევებს და მოკლე – ან გრძელვადიან გართულებებს იწვევდეს.

ამიტომ ამ ჯგუფის პრეპარატებს (ანუ იმუნოსტიმულატორებს) მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ და გვახსოვდეს, რომ იმუნიტეტი არ არის ერთი, მარტივი ორგანო და კომპლექსური სისტემაა თავისი მრავალი კომპონენტით. ასე რომ მისი, ასე მარტივად, ერთი ჯადოსნური პრეპარატით გაძლიერება არ ხდება“, – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

 

პაციენტები ხშირად ითხოვენ, რომ დავუნიშნოთ „იმუნიტეტის გასაძლიერებელი წამლები“. რადგანაც ეს მოთხოვნა არსებობს,…

Posted by Maia Butsashvili on სამშაბათი, 30 იანვარი, 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები